23 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა მერიისა და ამერიკის საელჩოს თავდაცვითი დეპარტამენტის ჰუმანიტარული ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებს შორის, მიმდინარე და დაგეგმილი საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, შპს სოფლის წყალის დირექტორ ირაკლი ჩხაიძესთან და ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი გია ატაშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა აშშ-ს საელჩოს ევროპული სარდლობის პროექტ-მენეჯერს-ნანა ყაჭეიშვილს, საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის ჰუმანიტარული პროექტების მენეჯერ-ლევან დარსალიას, ასევე გერმანელ და ამერიკელ ინჟინრებს,რომლებიც აშშ-ს საელჩომ მოიწვია მცხეთის მუნიციპალიტეტში დასაგეგმი სასმელი წყლის პროექტების სამუშაოების მოცულობების დასადგენად. შეხვედრაზე განიხილეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინამძღვრიანთკარში, ახალუბანსა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში წყალმომარაგებისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საკითხები, რომლებიც მომავალ წელს ამერიკული მხარის სრული დაფინანსებით (160000-200000 აშშ დოლარით ღირებულებით) განხორციელდება. მათ შორის, სოფელ წინამძღვრიანთკარში იგეგმება ჭაბურღილის მშენებლობა, სოფელ ახალუბანში _ სასმელი წყლის ახალი რეზერვუარის მონტაჟი განხორცილედება, ხოლო ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში ჭაბურღილის, ან სასმელი წყლის შემკრები ნაგებობის მშენებლობა იქნება გათვალისწინებული. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად განიხილეს და ისაუბრეს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მხარეებს დაეკისრებათ პროექტის განხორციელებისას. აღნიშნული პროექტები ჩვენს მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით განხორციელდება.