მცხეთაში, შიომღვიმის გზის IV კმ-დან ღვთისმშობლის ეკლესიამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სიგრძე დაახლოებით 150 მეტრამდეა. პროექტით, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება, გათვალისწინებულია გზის ბეტონის საფარით დაფარვა. აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,საგზაო 7“ ასრულებს. სახელშეკრულებლო თანხა 96 753 ლარს შეადგენს.
.