მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კეთილმოწყობის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გივი გიუტავშვილმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი არსებული დაზიანებული ღობეების და სავაჭრო დახლების დემონტაჟს, ტერიტორიის შემოღობვას, სავაჭრო მოდულების და გადახურვის მოწყობას, საკონტროლო ჯიხურების მოწყობას, ტერიტორიის მოსწორებას და მოხრეშვას, ასევე საფირფარეშოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ბაზრის ტეროპტორია ორ ნაწილად იქნება დაყოფილი : საცალო-საბითუმო აგრარულ ბაზრის და პირუტყვის ბაზრის ტერიტორიებად. მუხრანის აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ხელშეკრულებით 155114 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მა-გი და ვახტანგ ლონდარიძე“ ახორციელებს.