მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი , მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს.
გამოიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემები, მიმდინარეობს სცენის განახლება. შენობის შიგნით განახლდება სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის, სხვადასხვა შემოქმედებითი წრეებისთვის.
სოფელ ნატახტარში სამუშაოებს შპს ,,NEW GEORGIA” ახორციელებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 202 481 ლარია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. რის შემდეგაც მოხდება საჭირო ინვენტარით აღჭურვა და სოფელს განახლებული კულტურული ცენტრი შეემატება.