24 ივლისს სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი/ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შემაჯამებელი შეხვედრა მიზნად ისახავდა 2018 წელს განხორციელებული აქტივობების შეჯამებისა და მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის არსებული მდგომარეობის განხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების (სამინისტროები, პარლამენტი, მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო აუდიტის სამსახური) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დადარგის ექსპერტები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „გამართული შიდაკონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“ მიზანია მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო შიდაფინანსური კონტროლის რეფორმის განვითარება, ეფექტიანობის აუდიტის საპილოტე პროექტი სწორედ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელდება. შეხვედრის პირველ ნაწილში ჰარმონიზაციის ცენტრი მუნიციპალიტეტის მერებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, სადაც განხილულ იქნა როგორც შიდა აუდიტის, ისე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის არსებული მდგომარეობადა გამოწვევები. შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო ჩინაშვილი და შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი ეკა ბაღაშვილი ესწრებოდნენ.