მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გივი გიუტაშვილმა და მერის მოადგილემ, ოთარ ჩხეიძემ ზედამხედველობის სამსახურისა და სოფლებში მერის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
2019 წელს, ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ასევე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაევალათ, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება. მცხეთის მუნიციპალიტეტში განათლების ინფრასტრუქტურისთვის 770 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 8 პროექტი ხორციელდება. ამ დროისთვის მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში, ლისში, ნავაზში, ახალდაბაში, გალავანში, ჩარდახში, ვაზიანსა და პატარა ქანდაში სველი წერტილების მშენებლობისა და არსებულის სარემონტო სამუშაოები, ზოგან სკოლის შესასვლელების, სპორტული მოედნისა და ბილიკების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ 2018 წელის თებერვალში, სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დელეგირების წესით უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაცათ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018