ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა. უკვე მეექვსეე წელია მუზეუმში ეს დღე განახლებული ფორმატით აღინიშნება. ყოველი წლის 2 აგვისტოს, ილიას სახლის მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ხდებიან, ნიშნად იმისა რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი სახლი სრულიად საქართელოს სახლია. რეგიონები თავიანთი მხარის ფოლკლორს, მხატვრობას, თეატრს და პოეზიას წარადგენენ. აჭარის, სამეგრელოს, აფხაზეთის იმერეთის და გურიის შემდეგ , ილიაობის მასპინძელი წელს სვანეთის მხარე გახლდათ.
წლევანდელი 2 აგვისტო, ილიას მუზეუმში სვანეთის რეგიონმა საინტერესო თეატრალური და სასიმღერო ნომრები წარადგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური,ასევე მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.