მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ წიწამურში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში შიდა საუბნო საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხაიძემ ზედამხედველობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

ამჟამად, გზის ორივე მხარეს სანიაღვრე არხების მოწყობა და გზის მოსწორება-მოხრეშვა მიმდინარეობს, რომელთა სიგრძე საერთო ჯანმში 900 მეტრამდეა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპი" აწარმოებს. სახელშეკრულებლო თანხა 496 112 ლარია.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018