მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ გალავანში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი გიუტაშვილმა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. სკვერში მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით, კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდება.
სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "გიგანტი" აწარმოებს. სახელშეკრულებლო თანხა 129 400 ლარია.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018