2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად , აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები ყვავილების გვირგვინით შეამკეს. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტიდან გმირულად დაიღუპნენ გია რომელაშვილი (წინამძღვრიანთკარიდან) , მამუკა ბეკურაშვილი (ბიწმენდიდან) , ირაკლი მორბედაძე (ქსოვრისიდან), რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი (ნიჩბისიდან), ლევან მიდელაშვილი (ახალგორიდან).
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 5 დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 სამხედრო პირი, შს სამინისტროს 19 თანამშრომელი და 244 სამოქალაქო პირი. 2234 ადამიანი დაიჭრა, 26 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.