მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მინი საფეხბურთო მოედანი ღართიკარის დასახლებაში

მცხეთაში , ღართიკარის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ,მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ მინი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი, შეკეთდა დაზიანებული ღობე. საფეხბურთო მოედნის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს "პე ბემ" განახორციელა.
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018