დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. იგი ქართული მხედრობის უდიდესი გამარჯვებაა. დავით აღმაშენებელმა დიდგორზე, ბრძოლის წინ, ქართველ მეომრებს მგზნებარე სიტყვით მიმართა: მეომარნო ქრისტესანო თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლიის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესავალი, რომლითანაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.
ბრძოლაში მონაწილეობდა 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 100 ფრანგი ჯვაროსანი და 500 ალან-ოსი თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, რომელთა გაერთიანებული ლაშქარი 400 000-დან 600 000-მდე ჯარისკაცს აერთიანებდა.
ბრძოლა დიდგორის ველზე, ქართველთა გამარჯვებით და მოწინააღმდეგის გაერთიანებული ლაშქრის სრული განადგურებით დასრულდა.
,,ძლევაჲ საკვირველი“- ასე უწოდებს ამ ბრძოლას მემატიანე.
დიდგორის ბრძოლა შემობრუნების საწყისი გახდა საქართველოს ისტორიაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ხანგძლივმა მშვიდობამ დაისადგურა. დიდგორის ველზე მოპოვებულმა გამარჯვებამ საქართველოს სამეფო იმ დროის ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ აქცია.
დღემდე, დიდგორის ბრძოლისას გამოყენებულ სამხედრო ხერხებს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო აკადემიაში ,,აღმაშენებლის მანევრების“ სახელით ასწავლიან.
ქართველებმა ეროვნული დღესასწაული ,,დიდგორობა“ დააწესეს და ყოველთვის იხსენიებენ დიდგორის გმირებს და ქართველთა გმირთა გმირს დავით IV აღმაშენებელს