ლისის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში, ისევე, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლის მიზანი სოფლების განვითარება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.
მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ და მცხეთა- მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ ადგილობრივ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთნ ნუკრი ქობულაშვილთან ერთად მოინახულეს.
ლისში მიმდინარეობს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში გარემონტდა სკოლის სახურავი, გაკეთდა სველი წერტილებისთვის მინაშენი, ხდება საკლასო ოთახების შეღებვა და იატაკის დაგება. გარე პერიმეტრზე მოეწყობა ბორდიულები, დაიგება ფილები. გაკეთდება პანდუსები და სკოლა მოყვანილ იქნება შესაბამისობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სოფელ წოდორეთში მდინარეზე (ე.წ. მყარახევზე) საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "სამება" აწარმოებს. სახელშეკრულებლო თანხა 374 439 ლარია.
მიმდინარეობს სოფელ ნაფეტვრებისაკენ მიმავალი კილომეტრნახევრიანი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოებს ,,მილენიუმ ბილდერ გრუპი ასრულებს, რომლის სახელშეკრულებლო თანხა 865 836 ლარია.