მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

დღეს, კიდევ ერთხელ მოინახულეს მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ, მცხეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ფარნაოზ იორდანიშვილმა და სარეაბილიტაციო სკოლების დირექტორებმა. ადგილზე დაათვალიერეს და განიხილეს თუ რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს მშენებლობა-რეაბლიტაცია. ასევე, გაესაუბრნენ მშენებელ-ექსპერტებს მიმდინარე პროცესებისა და ვადების შესახებ.
2019 წელს, ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ასევე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად დაევალათ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე მცხეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია უკვე უტარდება 8 საჯარო სკოლას, რომლისთვისაც 770 000 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში, ლისში, ნავაზში, ახალდაბაში, გალავანში, ჩარდახში, ვაზიანსა და პატარა ქანდაში მიმდინარეობს შიდა ინტერიერებისა და გარე ფასადების მოწესრიგება, სველი წერტილებისთვის განკუთვნილი ოთახების მიშენება და შშმ პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის მიზანია მომავალი თაობის განათლებისა და სწორად განვითარებისთვის საჭირო გარემო პირობების შექმნა .

 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018