16 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი თემაზე „ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური დახმარება". შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასსხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. გაიმართა დისკუსია თემასთან დაკავშირებით, ასევე შესრულდა პრაქტიკული სამუშაო. მოხდა არაერთი ძალადობრივი ფაქტის განხილვა. ოჯახური ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, 2003 წლის ოქტომბრის თვეში ჩამოყალიბდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი. ქსელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე წევრს ითვლის. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში არაძალადობრივი საზოგადოების შექმნაა. უახლოეს მიზნებს კი - მოქალაქეთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სათანადო რეაგირების მოხდენა და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების საშუალებათა ჩართვა მსხვერპლთა სასარგებლოდ. ძდექ-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, ასევე, მიმართულია ქვეყანაში ოჯახური ძალადობის დაძლევის მიზნით არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ინტეგრირებისათვის.