6 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხუთი წარჩინებული მოსწავლე და ერთი პედაგოგი ბელორუსიის ქალაქ სვეტლოგორსკში იმყოფებოდნენ, მეგობრობის საერთაშორისო ბანაკ „ კოსმოსში“ , საზაფხულო დღეების გასატარებლად.
ბანაკიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი შეხვდნენ. მათ სამომავლო აქტივობებზე, ბელორუსიაში ყოფნის შთაბეჭდილებეზე ისაუბრეს.
მცხეთასა და სვეტლოგორკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარმატებული პარტნიორული კავშირი ორ ქალაქს აძლევს საშუალებას ერთობლივად განახორციელონ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები პარტნიორული კავშირების გასამტკიცებლად.
საზაფხულო გამაჯანსაღებელ ბანაკში მოსწავლეები შერჩეულ იქნა აკადემიური მოსწრებისა და ნიჭიერების მიხედვით, პედაგოგ შორენა ბუჯიაშვილის ხელმძღვანელობით.
მორის ბეკურიშვილი - ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლე და საგანმანათლებლო პროექტის ეტალონი მონაწილე,
ნინო ბურჯანაძე - სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ილიას ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსების გამარჯვებული (სამხატვრო ხელოვნება ),
ალექსანდრე ვაჭარაძე - მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, მრავალგზის კონკურსების ლაურეატი საფორტეპიანო სასემსრულებლო ხელოვნებაში,
ავთანდილ ომარაშვილი - მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე საბავშვო გუნდ „მცხეთა“-ს წევრი,
მათე ჯაფარიძე - მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, იუჯი - ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემიის მოსწავლე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ინნა ახალბედაშვილი, ა(ა)იპ მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები მოსწავლეთა მშობლებთან ერთად.