მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მეგობრული გზავნილები მცხეთაში

  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი ლიეტუვაში დაბადებულ ქართველს, ნიკო ამირგულაშვილს შეხვდა, რომელმაც პროექტი "ავაშენოთ ხიდი: ვილნიუსი-თბილისი" დაიწყო და ვილნიუსიდან ფეხით თბილისამდე ჩამოვიდა. ამ პროექტის განხორციელება საქართველოსა და ლიეტუვას შორის მეგობრობის გაღრმავების მიზნით გადაწყვიტა. ნიკომ გაიარა პოლონეთი და უკრაინის ქალაქები, სადაც ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა. მან მცხეთაში ლიეტუვის ქალაქ თრაკაიდან და უკრაინის ქალაქ ანანიევიდან მეგობრული მოკითხვის წერილები ჩამოიტანა. ქალაქ თრაკაისა და მცხეთას თითქმის ოცწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ ერთმანეთთან , ხოლო ლვოვთან მდებარე ქალაქ ანანიევის ხელმძღვანელობა მცხეთით ნიკოს ვიზიტის შემდგომ დაინტერესდა და წერილი მცხეთაში მეგობრობის სურვილით მერის სახელზე გამოატანეს. მერიაში შეხვედრაზე, სადაც კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნიკომ მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ქალბატონმა მარინა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივები, რომლებიც ქალაქებს შორის მეგობრობას ისახავს მიზნად, მისასალმებელია. სტუმარს მადლობა გადაუხადა საინტერესო წამოწყებისა და მეგობრული მესიჯებისთვის. შეხვედრის დასასრულს ქალაქის დათვალიერება შესთავაზა და სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ ნიკო ამირგულაშვილმა ლიეტუვადან თბილისამდე პროექტის ფარგლებში 2000 კმ გაიარა. იგი 23 წლისაა და თავს ორი ქვეყნის ელჩად მიიჩნევს: ამბობს, რომ როცა საქართველოშია ლიეტუვის შესახებ უყვება ყველას, ხოლო როცა ლიეტუვაშია საქართველოზე ლაპარაკობს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018