10 სექტემბერს, მცხეთის მერიაში, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ (MSDA) საინფორმაციო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმას - ”საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“, რომლის მიზანია საქართველოს ადგილობრივ თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემების დანერგვა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტებს ექნებათ:
▶დოკუმენტირებული მუნიციპალური სერვისები.
▶ოპტიმიზირებული ორგანიზაციული სტრუქტურა.
▶ სწორად დაგეგმილი საქმისწარმოების პროცესი.
▶ოპტიმალურად განაწილებული ადამიანური რესურსები.
აღნიშნული სისტემის დანერგვა მცხეთის მერიაში სამ ეტაპად განხორციელდება: სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.
რეფორმის შემსრულებელია ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (MSDA).