მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ილიას მკველობიდან 112 წელი გავიდა

  12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 112 წელი გავიდა. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მემორიალთან მღვდელმსახურებმა ილიას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. წიწამურში პარაკლისს მრევლთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საგურამოს ადმინისრტაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა უნდილაშვილი და საგურამოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ორუჯაშვილი. ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას სახელად წმინდა ილია მართალი უწოდა. მისი ხსენების დღეს ეკლესია 2 აგვისტოს აღნიშნავს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018