გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო რენეს საბავშვო ბაღის შენობაში და სოფელ აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში დაგეგმილია სს ,,კავკასიის ქარის კომპანიის’’ კასპის მუნიციპალიტეტში, ქარის ელექტრო სადგურის, 110კვ ეგხ-ს და ქვესადგურის მოწყობა - ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:სს ,,კავკასიის ქარის კომპანია’’
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები, სოფ. ზემო რენე-მრგვალი ჭალა-აღაიანი-ქსანი.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
სოფ. ზემო რენეს საბავშვო ბაღის შენობა - 2019 წლის 27 სექტემბერი 12:00 სთ; სოფ. აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 2019 წლის 27 სექტემბერი 14:00 სთ; საჯარო განხილვის ორგანიზატორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ( https://mepa.gov.ge/Ge/publicinformation/16928# )