მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენელთან გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ივანე ობგაიძესთან ერთად დაათვალიერა. სკვერში მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით, კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "გიგანტი" აწარმოებს.