მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას. 2019- 2020 სასწავლო წლის განახლებული სასწავლო პროცესის დაწყებას მუნიციპალიტეტის მაშტაბით მოსწავლეები 28 საჯარო და ორი კერძო სკოლში შეხვდებიან, სადაც მათთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი ღირსეული განათლების მისაღებად. მცხეთის მუნიციპალიტეტში წელს განათლების ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად 770 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 8 სკოლაში ახალი პროექტები განხორციელდა და ეს სკოლები ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ. სკოლების განახლებისთვის პროექტების განხორციელება შემდგომშიც გაგრძელდება.