მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება

16 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. საზოგადოებრივმა დამცველმა, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ, რომლის მიზანი ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვაა. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები. შეხვედრას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილეები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.




© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018