16 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებულ, მედალოსან სკოლადამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საჯარო სკოლის 21 მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ და მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ფარნაოზ იორდანიშვილმა დააჯილდოეს, ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს და საჩუქრად სიგელები და ,,ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა გადასცეს. აღნიშნეს, რომ მათი წარმატება პირველ რიგში პედაგოგებისა და მშობლების დამსახურებაა და იმედია ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მუნიციპალიტეტის განვითარებას მოახმარენ. წარჩინებული ახალგაზრდების ხელშეწყობა კი მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.დაჯილდოების ცერემონიალს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიის თანამშრომლები, მოსწავლეები და საჯარო სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.