სოფელ ნავდარაანკარში ახალი დასახლებისთვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობისა და დაქსელვის სამუშაოები, რომლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი
ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ ზედამხედველობის სამასახურის წარმომადგენელთან ლევან კუდუხაშვილთან ერთად მოინახულა. აღნიშნულ სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "თერგი" აწარმოებს. მისი სახელშეკრულებლო თანხა 174 544 ლარს შეადგენს.