მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დასუფთავების აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტში

  


20 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავების აქციაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, საჯარო სამსახურებმა და  სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვილი ნარჩენები კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ნაგავსაყრელზე იქნა გატანილი.

აღნიშნული აქცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სხვადასხვა ლოკაციებს მიოცავს. 


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018