მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალი სპორტული მოედანი გოროვანში

სოფელ გოროვანში სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე მინი მოედნით ისარგებლონ კალათბურთისა და ფრენბურთს თამაშის დროს. სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ▶ პროექტი ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ▶ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც შპს ,,დიდგორმა“ შეასრულა 15 520 ლარის ღირებულებისაა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018