მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში შიდა საუბო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოეწყო სამხედროსა და გოგებაშვილის ქუჩები. აღმაშენებლის ჩიხის აღმართზეც დაიგო ასფალტის საფარი. აღნიშნული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კომფორტულად გადაადგილდნენ.
▶ სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "ქროსფოინტი" აწარმოებდა.
▶ სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებლო თანხამ 438 624 ლარი შეადგინა.