მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქეთევანობა - მუხრანობა

26 სექტემბერს, წმინდა დიდმოწამის, კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში დღესასწაული ,,ქეთევანობა - მუხრანობა“ აღინიშნა. მუხრანელებს და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ მიულოცეს.
მუხრანის კულტურის სახლი და ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა, რომელთა სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მოწესრიგდა კომუნიკაციები, განახლდა სცენა და შენობის შიგნით განსაზღვრული სივრცე ბიბლიოთეკისთვის.
წლევანდელ დღესასწაულში ადგილობრივი რეწვის ოსტატები, ფოლკლორული ანსალმბლები, ჯგუფი ,,ურსა“, მომღერლები და მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას. გაიმართა ფილმის ჩვენება,,ქეთევან წამებულის კვალდაკვალ’’ .
ღონისძიებებს, რომლებიც ახლადგარემონტებული კულტურის სახლის ეზოს ტერიტორიებზე გაიმართა, ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებონენ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, მცხეთის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, საკრებულოს დეპუტატები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
დღესასწაული დატვირთული იყო სპორტული ღონისძიებებით - ფეხბურთითა და ქართული ჭიდაობით, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და პრიზები გადაეცათ.
გალა კონცერტში მონაწილეობდნენ საესტრადო მომღერალი, ანსამბლ ,,ივერიის“ წევრი, თეიმურაზ წიკლაური, მსახიობი პაატა გულიაშვილი, ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების’’ წევრი, მომღერალი პაატა ხაჩიძე.

 ფოტოები იხილეთ




© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018