მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ნიჩბისში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 56 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:
▶ ქვემო ნიჩბისი – შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.
▶ ახალი ნიჩბისი – შიდა საუბნო გზებისმოხრეშვა, კეთილმოწყობა.
▶ ზემო ნიჩბისი – შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, რეაბილიტაცია.
▶ სასხორი – გარე განათების მოწყობა.
ამ ეტაპზე ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018