მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


10 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ და საკრებულოს წევრმა ჯონდო მუზაშვილმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად , აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები ყვავილების გვირგვინით შეამკეს. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს. ომში გარდაცვლილთა საფლავებთან და მემორიალებთან მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

 მცხეთის მუნიციპალიტეტიდან გმირულად დაიღუპნენ გია რომელაშვილი (წინამძღვრიანთკარიდან) , მამუკა ბეკურაშვილი (ბიწმენდიდან) , ირაკლი მორბედაძე (ქსოვრისიდან), რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი (ნიჩბისიდან), ლევან მიდელაშვილი (ახალგორიდან). ასევე, შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი, სადაც საბრძოლო შეტაკების ადგილას გმირთა მემორიალია აღმართული. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 5 დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე სეეწირა, მათ შორის 170 სამხედრო პირი, შს სამინისტროს 19 თანამშრომელი და 244 სამოქალაქო პირი. 2234 ადამიანი დაიჭრა, 26 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018