მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ცენტრალური გზის მშენებლობა წიწამურში

სოფელ წიწამურში ცენტრალური გზის რეაბილირაცია მიმდინარეობს. სოფლის შემოსასვლელში გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხოლო ცენტრალურ მოედანსა და სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე ასფალტი უკვე დაგებულია. საბოლოოდ 870 მეტრის გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისიდან ხორციელდება და დაიწყო ახლი საფარის დაგებისთვის საფუძვლის მომზადებით. მოიჭრა ძველი ასფალტი, მოწესრიგდა საკანალიზაციო კომუნიკაციები და სასმელი წყლის მილები. სამუშაოებს, რომელსაც მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ასრულებს, წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც წიწამურში მცხოვრებ მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით შეეძლებათ გადაადგილება.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018