მცხეთაში, შიომღვიმის გზის IV კმ-დან ღვთისმშობლის ეკლესიამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა, რომლის სიგრძე დაახლოებით 150 მეტრამდეა. პროექტით, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა, მოცემულ მონაკვეთზე გზა ბეტონის საფარით დაიფარა. აღნიშნული სამუშაოები შპს ,,საგზაო 7“ განახორციელა. სახელშეკრულებლო თანხამ 96 753 ლარი შეადგინა.