მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზა დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.  პროექტის ღირებულება, რომელიც 6 კმ-იანი გზის მონაკვეთს მოიცავს, 2.5 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში სოფელ საგურამოდან ზედაზნის მონასტრამდე მონაკვეთზე მოწესრიგდა სატრანსპორტო და ქვეითად სავალი გზა. მოეწყო რამდენიმე ტიპის გზის საფარი: ასფალტი სოფელ საგურამოს ფარგლებში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ღორღის, ბეტონისა და გრანიტის საფარი. ასევე, გრანიტით მოპირკეთდა მონასტრის მიმდებარედ ავტოსადგომის ტერიტორიაც. მთლიანი გზა აღიჭურვა უსაფრთხოების საგზაო ნიშნებით,გზის საშიში მონაკვეთები შემოიღობა ლითონის ბაგირით. გაკეთდა სანიაღვრე რკინა-ბეტონის არხები მიწისქვეშა ხელოვნური ნაგებობებით. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ,,ბლექსი გრუპი“ აწარმოებდა.  ისტორიული ძეგლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მცხეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ხელს უწყობს ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018