14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალში შემოვა 12 სთ და 20 წთ-ზე.
მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22 სთ. 30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22 სთ. 50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალში შემოვა 23 სთ და 20 წთ-ზე.
გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარელის ორ წუთიანი გაჩერება. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!