13 ოქტომბერს, მცხეთის მერიაში, მცხეთობა- სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ფარგლებში, მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დამეგობრებულ ქალაქებიდან ჩამოსულ დელეგაციის წევრებს შეხვდა. მცხეთაში იმყოფებიან და დღესასწაულის პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობენ უკრაინის ქალაქ პერეისლავ-ხმელნიცკისა და ირპენის, პოლონეთის ქალაქ გიჟეცკოს, ლატვიის ქალაქ კულდიგის, ლაეტუვას ქალაქ თრაკაის, ბელარუსის ქალაქ სვეტლოგორსკის და თურქეთის ქალაქ ფინდიკლის მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები. მცხეთის მერმა მათ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.