12 ოქტომბერს, ვეტერინარული კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“ორგანიზებითა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა დასუფთავების აქცია ჯვრის კომპლექსის დაბლა, მიხეილ ლერმონტოვის ძეგლის მიმდებარედ.
აქცია მიზნად ისახავდა მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას.
„ინვეტ ჯგუფი“ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველას მოგიწოდებთ, ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ მომავალზე და დავასუფთავოთ გარემო!