მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნატახტრის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია

9 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროს რევაზ ელოშვილთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების უფროს მერაბ თუხარელთან, მერის წარმომადგენელ ზურაბ იმერლიშვილთან, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ გოჩა ქავთარაძესთან და შესაბამისი სამსახურების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნატახტრის საბავშვო ბაღს ესტუმრა, დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო აშენებული საბავშვო ბაღია მუნიციპალიტეტში აშენებულ ბაღებს შორის, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას 150-მდე ბავშვი შეძლებს.

 თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს აქვს სათამაშო ოთახი, საძინებელი და საპირფარეშო. ბაღში მოეწყობა ექთნისა და საუთოო ოთახები, სამზარეულოს ბლოკი ჭურჭლის სარეცხით და საკუჭნაოები. არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო. კეთილმოეწყო ეზო, ბაღამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი. საბავშვო ბაღის ასაშენებელი თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო და მშენებლობა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სამება“-მ განახორციელა. ნატახტრის საბავშვო ბაღის შენობა მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას გადაეცმა. შემდეგ კი აღნიშნული გაერთიანება უზრუნველყოფს მისი საჭირო ინვენტარით აღჭურვას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018