12 ოქტომბერს, მცხეთაში, ბებრის ციხესთან,შინაგან საქმეთა სამინისტროს “სპორტული კლუბი MIA FORCE”-სა და თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით და მცხეთის მერიის მხარდაჭერით, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ფარგლებში წყვილთა რბოლა ჩატარდა.
შეჯიბრებაში 22- მა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრება 3 სხვადსახვა კლასში ჩატარდა, რომელსაც მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა- მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოედგილე გიგლა ფოცხვერაშვილი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.