მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ძეგვში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარს შეადგენს, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 40 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ:
➡️ძეგვი – საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სარწყავი არხის მოწესრიგება.
➡️ ხეკორძი - სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამ ეტაპზე ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია.

 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018