მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში

მცხეთის მუნიციპალიტეტში, როგორც წინა წლებში წელსაც აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სოფლებში სპორტული მოედნებისაღდგენასა და მოწესრიგებას ისახავს მიზნად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
✅ მცხეთასა და მუხრანში დაწყებულია სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები. ციხისძირის საფეხბურთო მოედნის დემონტაჟს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, რის შემდეგაც მისი რეაბილიტაცია მოხდება.
✅ ნავდარაანთკარში მიმდინარეობს ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა.
✅ საგურამოში დევნილთა დასახლების საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად კალათბურთის მოედნისა და პატარებისთვის სკვერის მოწყობა განხორციელდება.
✅ გამოცხადებულია ტენდერი წეროვნის ინსტიტუტის დასახლებაში მინი მოედნის აღსადგენად. დასრულებისთანავე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
✅ ძეგვში დასრულდა საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
✅ გოროვანში კალათბურთის მოედნის მშენებლობა დასრულდა .
2019 წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში ათეულზე მეტი მინი მოედნის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018