მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საგურამოში.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 62 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:
✔️ საგურამო – სკვერის მოწყობა.
✔️ ახალსოფელი –სასმელი წყლის რეაბილიტაცია და რეზერვუარის მოწყობა.
✔️ შანკევანი – შიდა საუბნო გზების მოწესრიგების სამუშაოები.
✔️ წიწამური – საკანალიზაციო ქსელის მოწყობა.
✔️ არაშენდა -შიდა საუნნო გზაზე გარე განათების დამონტაჟება.
ამ ეტაპზე საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018