მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


Legacy of Georgia


  2014 წელს ხუთმა ახალგაზრდა უკრაინელმა გადაწყვიტა საქართველოში დასახლება და მოღვაწეობა. დაარსეს პირველი კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულებით, რომელიც იყენებდა რეკლამის ინსტრუმენტად VR ტექნოლოგიებს (ვირტულური რეალობა), 360 პანორამას და 360 ვიდეოს. სამუშაოს პარალელურად ბევრს მოგზაურობდნენ. პროექტის პირველი საპილოტე რელიზი  სწორედ მცხეთა გახლდათ. 13 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს პროექტის მნიშვნელობა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს საჩუქრად.

http://legacyofgeorgia.com/



როექტის ერთ-ერთი ავტორი -ალექსეი სიდარჩუკი

რაღაც მომენტში გაგვიჩნდა კითხვა - როგორ დაიტია ასეთმა უნიკალურმა და პატარა მიწამ, ასეთი დიდი კულტურა, და ასეთი მოვლენებით მდიდარი ისტორია? და რაც უფრო ჩავუღრმავდით საკითხს მით უფრო ვგრძნობდით პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გვაქვს ტექნოლოგიები და ცოდნა, რომელთა დახმარებით შეგვიძლია ერთად მოვუყაროთ თავი ამ ლამაზ ადგილებს, ისტორიულ მოვლენებს და ადამიანებს რათა ყველას ჰქონდეს ამ ყველაფერთან თავისუფალი წვდომა.ასე გაჩნდა პროექტ Legacy of Georgia-ს შექმნის იდეა ასე გაჩნდა პროექტ Legacy of Georgia-ს შექმნის იდეა. პროექტი ემსახურება ქართველი ხალხის სამი ძირითადი საყრდენის - ენა, მამული, სარწმუნოების არსის წარმოჩენას. 2017-ში, საპატრიარქოდან მიღებული ოფიციალური ნებართვის შემდეგ,360 პანორამის და დიდი გამოცდილების გამოყენებით,  დავიწყეთ ქართული სიწმინდეების გადაღება და ქართული კულტურის ციფრული კატალოგის შექმნა.


პირველ ადგილად, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობის აკვანი, ორ მდინარეს შორის მოქცეული ველი შევარჩიეთ. საუბარია უძველეს მცხეთაზე და მის მარგალიტზე - სვეტიცხოველზე. ამის შემდეგ 3 წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე გადავიღეთ უამრავი ტაძარი, უნიკალური ბუნებრივი თუ ისტორიული ადგილები. გვაქვს სურვილი პროექტი საქართველოს კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი გახდეს.




   ტექნოლგიები

 რატომ ვიყინებთ პანორამა 360 და არა ფოტო ან ვიდეო მასალას?

როცა ადამიანი ფოტოების ნაკრებს ათვალიერებს ის ხედავს ადგილს ისე როგორც ეს ადგილი ფოტოგრაფმა დაინახა. აქცევს ყურადღებას იმ დეტალებს, რომლებიც ავტორმა კომპოზიციურად წინა პლანზე წამოწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი აღიქვამს ამა თუ იმ ადგილს სხვა ადამიანის თვალით. მსგავსი სიტუაციაა ვიდეოს შემთხვევაშიც. რეჟისორს მაყურებლმადე მიაქვს საკუთარ პრიზამში დანახული მასალა და მისთვის საჭირო კონტექსტს უსვამს ხაზს. 

ჩვენ ყოველი ადგილის გადაღებას დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. წინასწარ ვნახულობთ გადასაღებ ადგილს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, ზოგჯერ წელიწადის სხვადასხვა სეზონზეც კი. მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს იქაური განათების და ფერთა გამის არცერთი, თუნდაც უმცირესი დეტალი, რათა მოგვიანებით, დამუშავების პროცესში, მაქსიმალურად აღვადგინოთ ის რაც რეალობაში დაინახეს ჩვენმა თვალებმა.

     


პროექტის მომავალი

პროექტის თანაავტორი მარგო ლუჩკო 

        Legacy of Georgia არაკომერციული პროექტი გახლავთ, და მოცემულ ეტაპზე საკუთარი შეზღუდული სახსრებით ვქმნით. ეს ჩვენი მადლობაა ქართული სტუმართმოყვარეობაზე და იმაზე თუ როგორი გავლენა მოახდინა საქართველომ ჩვენი გუნდის ყოველი წევრის ცხოვრებაზე. გვინდა, რომ ეს პროექტი ქართულ კულტურაზე სუფთა და ნამდვილი ცოდნის მომცემი პირველწყარო გახდეს. გვინდა, რომ იგი იქცეს ძირითად პლატფორმად, როგორც ინდივიდუალური შესწავლისთვის, ისე ინსტიტუტების სასწავლო პროგრამებისთვის, გიდების ცოდნის სერთიფიცირებისთვის, პრეზენტაციებზე და სხვადასხვა ტურისტულ ღონისძიებებზე გამოსაყენებლად. ეს არის ჩვენი საჩუქარი საქართველოს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ეს არ გავაკეთოთ.

http://legacyofgeorgia.com/       


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018