საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარს შეადგენს, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 62 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:
➡️მუხრანი – შიდა საუბნო გზების მოხრეშვის, რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.
➡️ პატარა ქანდა – შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია.