მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გიწვევთ კონკურსში „სუფთა რეგიონი 2019“ მონაწილეობის მისაღებად

გიწვევთ კონკურსში „სუფთა რეგიონი 2019“ მონაწილეობის მისაღებად

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები- საქართველოს ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“.

2019 წელს კონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:
„სუფთა რეგიონი“
„სუფთა მუნიციპალიტეტი“
„სუფთა ქალაქი“
„სუფთა სოფელი“
„სუფთა ქუჩა“
„ლამაზი ეზო“
„ლამაზი აივანი“

„ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“
კონკურსმა პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და აქტიურად ჩაერთოთ. აღნიშნულ კონკურში მონაწილეობისთვის ფოტო მასალა გამოაგზავნეთ 2019 წლის 8 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე inaaxalbed@yahoo.com

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018