მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნატახტარი-ახალუბნის მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2,5 კმ გზის მოასფალტება, კომუნიკაციების მოწესრიგება და ტროტუარების მოწყობა.