მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნავაზში განხორციელებული პროექტები

2019 წელს ნავაზის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 16 000 ლარი გამოიყო. სოფლის კრებაზე პრიორიტეტულად სოფლის საუბნო გზების მოხრეშვა და მათი კეთილმოწყობის სამუშაოები დასახელდა, რომელიც ამ ეტაპისთვის დასრულებულია.
ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით სოფელში გარკვეულ უბნებზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები და გადასასვლელებზე გაკეთდა ცხაურები.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით კი ხორციელდება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა: დასრულდა ჭაბურღილი, მიმდინარეობს წყლის ავზის მოწყობა და სასმელი წყლის დაქსელვითი სამუშაოები. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ პრობლემური უბნის 25-მდე ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018