მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
➡️გამოიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემები. განახლდა სცენა და შენობის შიგნით სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის, სხვადასხვა შემოქმედებითი წრეებისთვის.
➡️ სოფელ ნატახტარში სამუშაოები შპს ,,NEW GEORGIA” განახორციელა და სახელშეკრულებლო თანხამ 130 715 ლარი შეადგინა.
➡️შემდეგ ეტაპზე განხორციელდება საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ეზოს კეთილმოწყობა და სოფელს განახლებული კულტურული ცენტრი შეემატება.