წინამძღვრიანთკარში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოიხრეშა ორ კილომეტრამდე გზა და გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც ავტომობილებს ნალექიან ამინდებში გადაადგილება უძნელდებათ, იგება 6 000 კუბური მეტრის ბეტონის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "გზამშენი" აწარმოებს. სახელშეკრულებლო თანხა 236 599 ლარია. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.