წყლის უკეთ მიწოდების მიზნით, ახალი 200 მ სიღრმის ჭაბურღილი გაკეთდა.
მიმდინარეობს ავზის მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების მერე ახლად მოწყობილი სისტემა სოფელში არსებულ სასმელი წყლის სისტემას დაუერთდება და წყლის მიწოდების დებეტი გაიზრდება. სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ჰიდრო და საინჟინრო გეოლოგია“ ასრულებს. სახელშეკრულებო თანხა 82 838 ლარია.